მხოლოდ 4 გოლი... ჰოლანდს ეცოტავა

როგორც იცით, ერლინგ ჰოლანდმა ჰერტა-დორტმუნდის მატჩში (2:5) პოკერი შეასრულა. ნორვეგიელი ჰყვება, თუ რა წინადადებები გაცვალეს მან და დორტმუნდის მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა 85-ე წუთზე, როცა ჰოლანდი შეცვალეს... 

 

ფავრი: - რამდენი გოლი გაიტანე? სამი?

 

ჰოლანდი: - არა, მხოლოდ ოთხი. იმიტომ, რომ შემცვალეთ. 

 

ნორვეგიელმა ხუმრობით დაამატა: „ფავრზე გაბრაზებული ვარ. შეეძლო, ბოლომდე დავეტოვებინე მინდორზე, მაგრამ ეს არაფერია, კიდევ გავიტან“.