კორეელმა გულშემატკივრებმა იუვენტუსს სასამართლო მოუგეს

162-მა კორეელმა გულშემატკივარმა ტურინის "იუვენტუსს" რამდენიმე თვის წინ სასამართლოში უჩივლა, საქმის წარმოებას საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა, საბოლოოდ სასამართლომ გულშემატკივრები დაზარალებულად სცნო და "ბებერმა ქალბატონმა" სასამართლო პროცესი წარუმატებლობით დაასრულა.

 

საქმე ეხება ტურინელების საზაფხულო ტურნეს, როდესაც ამხანაგურ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით კრიშტიანუ რონალდუ სათადარიგო სკამზე დარჩა და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. გულშემატკივრების თქმით მათ ბილეთები რონალდოს თამაშის საყურებლად შეიძინეს, ამ ფაქტის შემდეგ კი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ და ემოციებისგან მათი უმრავლესობა დეპრესიაშიც კი ჩავარდა, იმედგაცრუებულმა გულშემატკივრებმა ტურინელებს ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებისთვის სასამართლოში უჩივლეს, საბოლოო ვერდიქტით გულშემატკივრებს ბილეთის თანხა "იუვენტუსმა" უკან დაუბრუნა, ასევე თითოეულ მათგანსმორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 50 000 დოლარი გადაუხადა.

giorgi ratiani 22 ნოემბერი 2020 -18:09