იუნკერები გალიდერდნენ

იუნკრები-ვეფხვები 35:8


ინკერები: 5ლ - ხარაზიშვილი (2), მჭედლიშვილი, დევსურაშვილი, შენგელია. 5გ - ხარაზიშვილი

 

სინბინი:  მარგალიტაძე

 

ვეფხვები:  ლ - ბრეგვაძე. ს - ბეჟუაშვილი

 

მსაჯი:  სულხან ჩიხლაძე

 

კიკეთის იუნკერებმა მიმდინარე გათამაშებაში მეოთხე გამარჯვება იზეიმეს. ამჯერად, კიკეთელებმა დიდი სხვაობით პატარძეულის ვეფხვები დაამარცხეს - 35:8.

 

პატარძეულელებმა მეტოქეს წინააღმდეგობა 27-ე წუთამდე გაუწიეს, როცა მხოლოდ ექვსი ქულით აგებდნენ - 8:14. ამის შემდეგ, 45-ე წუთამდე იუნკერებმა სამი ლელო გაიტანეს და 35:8 დაწინაურდნენ. უცნაურია, მაგრამ დარჩენილ 35 წუთში ანგარიში არ შეცვლილა.

 

 

ლიდერბეთის რჩეული კი, იუნკერების დამრტყმელი რამაზ ხარაზიშვილი გახდა, რომლის ანგარიშზეც ორი ლელო და ხუთი გარდასახვაა.

 

სატურნირო მდგომარეობა


A ჯგუფი


1. იუნკერები - 18 ქულა, 2. აკადემია - 13, 3. ლელო - 11, 4. ლოკომოტივი - 11, 5. ხარები - 6, 6. ვეფხვები - 4

 

B ჯგუფი


1. აია - 15 ქულა, 2. არესი - 12, 3. ყოჩები - 11, 4. ჯიქი - 6, 5. ბათუმი - 6, 6. არმაზი - 6