პიკეს ტრავმას სერიოზულია - რამდენს გამოტოვებს ესპანელი?

ბარსელონასთვის ატლეტიკოსთან სტუმრობა კატასტროფული გამოდგა. გარდა იმისა, რომ 10 წლის შემდეგ, ლა ლიგაში, ათლეტებთან პირველად წააგეს, ტრავმების გამო პიკე და სერხი რობერტო დაკარგეს. 

 

როგორც გაირკვა, 33 წლის ცენტრალური მცველის დაზიანება სერიოზულია და მუხლზე ისეთი ხარისხის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც 5 თვეს მაინც გამოტოვებს...

 

რაც შეეხება სერხი რობერტოს, მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია და უქმობა ერთი თვე მოუწევს...