ანდრეა პირლო: რონალდუ ყველასთვის სამაგალითოა

ტურინის იუვენტუსმა სერია ა-ს მორიგ ტურში კალიარის კრიშტიანუ დუბლის წყალობით 2:0 მოუგო. შეხვედრის შემდეგ მედიასთან ანდრეა პირლომ ისაუბრა, რომელმაც პორტუგალიელზეც გააკეთა კომენტარი:

 

"ფეხბურთელები შეიძლება განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ იუვეს სტილი არ იცვლება. კარგად ვითამაშეთ და მიხარია, რომ 3 ქულა ავიღეთ. თამაშს ვაკონტროლებდით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ასეთი მატჩები საკუთარი თავის რწმენას აგვიმაღლებს. 

 

რაც შეეხება რონალდუს, ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. კრიშტიანუ ყველასთვის სამაგალითოა როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებზე. მას მხოლოდ ერთ რჩევას მივცემდი, ვეტყოდი, რომ ყველაფერი ასე გააგრძელოს."-განაცხადა იუვენტუსის მწვრთნელმა. 

 

ბიანკონერი სერია ა-ში 16 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ მილანს 1 ქულით ჩამორჩება, მილანს რომელიც დღეს ნაპოლის ესტუმრება. რაც შეეხება რონალდუს, სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში პორტუგალიელმა 5 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.