ლანჩხუთის ქალთა გუნდს ემოციური დახვედრა მოუწყვეს (ვიდეო)

19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა გუნდმა რუმინული ოლიმპია კლუჟი დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მოქმედმა გამარჯვებულებმა მეტოქეს 1:0 მოუგეს, ერთადერთი გოლი ხატია ჭყონიამ გაიტანა. 

 

გურული გუნდი დღეს საქართველოში დაბრუნდა. ინტერნეტში გავრცელდა კადრები თუ როგორ დახვდნენ გოგონებს ლანჩხუთში. მანქანების სიგნალები, შეძახილები, გახარებული გულშემატკივრები... ვიდეო მართლაც ემოციურია და შეგიძლიათ თავად ნახოთ.