რვა ერზე ლიდერები გამოიკვეთა

შემოდგომის ერთა თასის მეორე ტური საფრანგეთისა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებით დასრულა. ფრანგებმა, სტუმრად, ედინბურგში მეტოქე 22:15 დაამარხეს. ლე ბლოს B ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ბოლო ტურში იტალიის დამარცხება მართებს, რაც მიუღწეველი "ოცნება" სულაც არ არის.

 

ლიდერი გამოკვეთილია A ჯგუფშიც. ეს ინგლისის ნაკრებია, რომელმაც ირლანდიას სძლია 18:7. პომები ბოლო ტურში უელსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ და ერთი რემიო ქულის აღების შემთხვევაშიც კი პირველ ადგილს დაიაკვებენ, რაც ინგლისელებს საშუალებას მისცემს ტურნირის ფინალში B ჯგუფის გამარჯვებულს ეთამაშოს.

 

საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს, დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის მეოთხე მატჩის ბედი კი, იმაზეა დამიკიდებული, როგორი ეპიდმდგომარეობა იქნება ფიჯის ნაკრებში. შეგახსენებთ, რომ ფიჯელთა 29 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ჯგუფურ ეტაპზე მათი ყველა შეხვედრა გაუქმდა.

 

II ტური


ინგლისი-ირლანდია 18:7

 

იტალია-ფიჯი 28:0

 

შოტლანდია-საფრანგეთი 15:22

 

A ჯგუფი


1. ინგლისი - 9 ქულა, 2. ირლანდია - 4, 3. უელსი - 4, 4. საქართველო - 0

 

B ჯგუფი

 

1. საფრანგეთ - 9 ქულა, 2. შოტლანდია - 6,  3. იტალია - 5, 4. ფიჯი - 0

 

III ტური


ირლანდია-საქართველო

 

ინგლისი-უელსი

 

საფრანგეთი-იტალია

 

შოტლანდია-ფიჯი