ზივზივაძემ უნგრეთში კვლავ გაიტანა (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ფერეჰვარმა დიოშგიორს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში 2:0 გახადა და მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა. 

 

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფორვარდი ფერეჰვარში წელს ზაფხულში მეზოკოვეშდიდან გადავიდა. ფერეჰვარს ამ წუთისთვის 19 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, შემდეგ ტურში კი ზალაეგერსჟეგის შეხვდება.