ისკოს მსურველი ლონდონიდან გამოუჩნდა

ისკოს შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. The Sun-ის ინფორმაციით, რეალის ნახევარმცველის სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აყვანა არსენალს სურს. იმ შემთხვევაში თუ ლონდონელები ისკოთი კმაყოფილნი იქნებიან, არტეტას გუნდი ზაფხულში 30 მილიონად მის გამოსყიდვას შეეცდება.

 

ცნობილია, რომ ალარკონის გაშვებაზე რეალშიც ფიქრობენ, რადგან არახალია, რომ 22-ე ნომერი ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედის. ცნობისთვის, ისკოს გადაბირება ევერტონს და პირადად მის მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტისაც სურთ, რომელიც ისკოს რეალში ხელმძღვანელობდა. 

 

ალარკონი რეალში 2013 წელს მალაგადან გადავიდა და გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 4 თასი. ამ სეზონში ფეხბურთელის ანგარიშზე 7 მატჩია.