თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ქართველმა სპეციალისტმა მეორე ადგილოსანს საგრძნობლად აჯობა, ჩვენებურმა 42 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე გასულმა გიანის პეტრაკისიმ კი 22.
ქეცბაიას დამოძღვრილმა ანორთოსისმა ოქტომბერში 4 მატჩი ჩაატარა და 4-ვე მოიგო, გაიტანა 9 და გაუშვა 1 გოლი.
კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ანორთოსისი, რომლის ღირსებასაც თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი, გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია იცავენ, 23 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქეცბაიას გუნდი ენოზისის წინააღმდეგ ჩაატარებს.