რამდენი ხნით დააკლდება იბრაჰიმოვიჩი მილანს? ტრავმის სიმძიმე ცნობილია

სერია ა-ს მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც მილანი ნაპოლის ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. 

 

როსონერის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ზლატანმა 78-ე წუთზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია. 

 

დღეს ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, დადგინდა რომ შვედი ფორვარდი როსონერის 1 თვით დააკლდება. მილანისთვის ეს სერიოზული დანაკლისია, რადგან ზლატანი ბრწყინვალე ფორმაშია. სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში შვედმა 6 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. 

 

მილანი სერია ა-ში 20 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ ტურში ფიორენტინასთან შეეცდება 3 ქულის აღებას.