გენტის მწვრთნელი : "ჩაკვეტაძე მენტალურად უნდა იყოს მზად"

გუშინ ბელგიის ჩემპიონატის მორიგ კალენდარულ შეხვედრაში "გენტის" მეტოქე "შარლერუა" იყო, შეხვედრის განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე, ქართველის შესახებ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთ : 

 

" გიორგი ფიზიკურად კარგად გამოიყურება, ჯანმრთელის შთაბეჭდილებას ტოვებს... თუმცა მოთმინება და დაცდა გვმართებს, დაველოდოთ, ვნახოთ რამდენად არის ის მზად მენტალურად.. " - განაცხადა ვიმ დე დეკერმა.

 

გუშინდელი შეხვედრა "გენტის" გამარჯვებით დასრულდა, შეხვედრის ერთადერთი გოლი ოსმან ბუკარის ანგარიშზეა.

giorgi ratiani 23 ნოემბერი 2020 -16:11