ზლატანი

 

 

 

 

 

 

 

ნაპოლის თავკაცი, ჯენარო გატუზო, ამტკიცებს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ათი-თორმეტი წლის წინათ იყო. კვირა საღამოს იბრამ ორი ბურთი გაუტანა სტუმრად ნაპოლის (მილანმა 3:1 გაიმარჯვა), მიმდინარე სერია A-ს რვა მატჩში 10 გოლი მოუგროვდა და  ერთპიროვნულად ლიდერობს ლიგის ბომბარდირთა დავას. ზლატანი კლუბის რეკორდსმენიც გახდა, მანამდე მილანის არცერთ ფეხბურთელს გაეტანა ზედიზედ რვა ტურში.

წინა დეკემბერს, ამერიკული MLS-იდან მილანში წასვლის შემდეგ, ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ შვედი, ასაკის გათვალისწინებით, ევროპულ ფეხბურთში კიდევ შეძლებდა თავის გამოჩენას. მაგრამ ზლატანმა ასაკს გამოწვევა ესროლა და ტრიუმფალურად დაბრუნდა მილანურ კლუბში.

 

Napoli 1-3 Milan: Player Ratings as Rossoneri Return to Top of Serie A

 

გატუზო, რომელიც მილანში იბრას მხარდამხარ ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა (2010-12) და 2011-ში სკუდეტოც მოიგო, ამბობს, რომ ზლატანის ასეთი თამაში სულაც არ უკვირს და მიაჩნია, რომ ის დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე 10-12 წლის წინ იყო.

„მილანს 100 პროცენტით სჯერა იბრაჰიმოვიჩის. ის გუნდის ნამდვილი ლიდერია. ხომ ხედავთ, მიიღებენ თუ არა ბურთს, მაშინვე შვედს ეძებენ. იციან, რომ საქმის გამკეთებელია. მგონი, იბრა დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე 10-12 წლის წინ იყო,“ - ამბობს ჯენარო გატუზო.

მილანის ხელმძღვანელობა უკვე დაფაცურდა და შვედთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ეშურება. იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ზლატანი გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს. კიდევ ერთ სკუდეტოს მოიგებასა და გაისად ჩემპიონთა ლიგაში თამაშსაც აპირებს.

„როცა იბრა ამერიკაში წავიდა, მეგონა, რომ ეს მისი კარიერის დასასრული იყო. მაგრამ ოკეანის გაღმაც გააგრძელა გატანა. იტალიაში დაბრუნებისასაც ეჭვი მეპარებოდა შვედის წარმატებაში. მაგრამ, ნახეთ, რა ხდება, ყოველ კვირას გააქვს გოლები.

 

Prediksi Napoli Vs AC Milan, H2H, Line Up dan Link Live Streaming RCTI  Serie A Liga Italia Malam Ini - Tribun Jateng

 

დავრწმუნდი, რომ ის კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად, შეუცვლელია  და მასზე ასაკი არ მოქმედებს.“ - ამბობს მილანის ყოფილი, ამჟამად კი ინგლისური ევერტონის დამრიგებელი, კარლო ანჩელოტი.

როსონერის ყოფილმა შემტევმა, ანტონიო კასანომ იბრა სიძლიერით მსოფლიოს მესამე საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნია „კიჭა“ რონალდოსა და მარკო ვან ბასტენის შემდეგ.

მადრიდის რეალიდან მილანში იჯარით მისული ბრაიმ დიასი ამბობს: „ზლატანი ამტკიცებს, რომ ზოგჯერ ფეხბურთში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მამაჩემის ტოლია და ისევ წყვეტს მნიშვნელოვანი მატჩების ბედს.

ზლატანს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. მისთვის მხოლოდ მონაწილეობა არაფერს ნიშნავს. მთავარი გამარჯვებაა. მის გვერდით შენც სხვანაირი ხდები, უფრო მეტი მუშაობის სურვილი გიჩნდება.“

 

Napoli vs AC Milan: Live stream FREE, TV channel, team news and kick-off  time for huge Serie A clash

 

„აგენტმა რაიოლამ მირჩია ევროპაში დაბრუნება. მილანი გიწვევსო - მითხრა. თავიდან ხანგრძლივი კონტრაქტი არ გავაფორმე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ჯერ კიდევ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში და ხელშეკრულების 2022 წლამდე გახანგრძლივებას ვფიქრობ.

შეუძლია თუ არა მილანს ჩემპიონობა? რატომაც არა. შეხედეთ სატურნირო ცხრილს. როცა გუნდში მოვდიოდი, მიზანი ევროთასებზე მოხვედრა იყო, ახლა ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა ვიფიქროთ.“ - ეს უკვე ზლატანის სიტყვებია.