ბექა გორგაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში

შემოდგომის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა უელსის ეროვნულ გუნდთან მეორე ტურის მატჩში 0:18 წააგო. მიუხედავად, ამისა www.planetrugby.com-ის მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში ბორჯღალოსნების მესამეხაზელი ბექა გორგაძე მოხვდა.

 

აი, რას წერს მასზე ეს პოპულარული სარაგბო გამოცემა:

 

"უელსისა და ინგილისის ნაკრების რვა ნომრებმბა აარონ ვეინრაისმა და ბილივუნიპოლამ შსანიშნავად ითამაშეს გასულ უქმეებზე. თუმცა, ჩვენ არჩევანი მაინც მათ მოწინააღმდეგეზე, საქართველოს ნაკრების რვა ნომერზე ბექა გორგაძეზე შევაჩერეთ.

 

მან შთამბეჭდავად ითამაშა. ბურთის 74 მეტრი გაიარა და 13 ბოჭვა გააკეთა."

 

სიმბოლური ნაკრები: 15. ტომას რამოსი (საფრანგეთი), 14. ბლეირ კინგჰორნი (შოტლანდია), 13. ვირიმი ვაკატავა (საფრანგეთი), 12. ჯონი ვილიამსი (უელსი), 11. ჯონი მეი (ინგლისი), 10. კალუმ შიდი (უელსი).  1. მაკო ვუნიპოლა (ინგლისი), 2. კამილ შა (საფრანგთი), 3. კაილი სინკლერი (ინგლისი), 4. მარო იტოჯე (ინგლისი), 5. ჯო ლანჩბერი (ინგლისი), 6. ტომ კარი (ინგლისი), 7. სემ აჰდერჰილი (ინგლისი), 8. ბექა გორგაძე (საქართველო)