უეინ რუნი: ფიქრებით უკვე ბარსელონაში ვიყავი

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა ფორვარდმა უიენ რუნიმ, ის პერიოდი გაიხსენა როცა მანჩესტერის დატოვება და ესპანეთში გადაბარგება სურდა. რუნის თქმით, მას ბარსელონაში თამაში უნდოდა. 

 

"ჟოზე მოურინიოს ჩემი ჩელსიში გადაბირება სურდა, ამის დოკუმენტები არსებობს. შემდეგ რეალში მუშაობისასაც სცადა ჩემი შეძენა. 2010 წელს მანჩესტერიდან წასვლაზე ვფიქრობდი, ჩემი გადაბირება სიტის, ჩელსის, რეალს და ბარსელონას სურდათ. მე ყველაზე მეტად კატალონიაში გადაბარგებაზე ვფიქრობდი, ფიქრებით უკვე ბარსელონაში ვიყავი და წარმოდგენილი მქონდა თუ როგორ ვთამაშობდი მესისთან, ჩავისთან და ინიესტასთან ერთად. იმ დროს მესი უფრო ფლანგზე მოქმედებდა და ვთვლიდი, რომ გუნდს იდეალურად მოვერგებოდი. 

 

ამ ყველაფრის შემდეგ მანჩესტერის ხელმძღვანელებს ვესაუბრე და გუნდში დარჩენა გადავწყვიტე, რაც საბოლოოდ კარგი არჩევანი გამოდგა.."-განაცხადა რუნიმ, რომელიც 253 გოლით მანჩესტერ იუნაიტედის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. რუნი მანჩესტერში 2004-17 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად თითქმის ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა.