მილანის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საკმაოდ გაბრაზებულია, რადგან EA Sport-მა მისი სურათი და სახელი შვედის ნებართვის გარეშე გამოიყენა.
"ვინ მისცა FIFA EA Sport-ს ჩემი სახელის და სახის გამოყენების უფლება? FIFA Pro-ს წევრი არ ვარ, ან თუ ვარ ჩემი ნებართვის გარეშე. წლებია ვიღაც ჩემი სახელის გამოყენებით უნებართვოდ ფულს შოულობს. დროა გამოძიება დაიწყოს."-განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და მოედანს დაახლოებით ერთ თვეში დაუბრუნდება.
Who gave FIFA EA Sport permission to use my name and face? @FIFPro? I’m not aware to be a member of Fifpro and if I am I was put there without any real knowledge through some weird manouver.
And for sure I never allowed @FIFAcom or Fifpro to make money using me
იბრაჰიმოვიჩი ბრწყინვალე ფორმაში გახლდათ. სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში, მან 6 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.