როცა 60 კილო ხარ და ტოჩინოშინს უნდა ეჭიდაო [VIDEO]

იაპონიაში არსებობს ერთი სერიალი - Noosaido - რომელიც რაგბის კლუბზეა. ერთხელაც, მწვრთნელი მორაგბეებს კასუგანო ჰეიაში ("სახლი" - გუნდი, სადაც ტოჩინოშინი ირიცხება) წაიყვანს, რათა ისინი ვარდნებში ავარჯიშოს. 

 

თავიდან ჩანს, რომ მორაგბეები, ამჟამად უკვე ყოფილ სუმოტორს, ტოჩიოძანს (სეკივაკეს წოდებამდე მიაღწია) ერკინებიან. რაგბის გუნდის ერთერთ წევრს, რომელიც დაახლოებით 60 კილოგრამს იწონის, თანაგუნდელები დოჰიოზე სავარჯიშოდ ძალით შეაგდებენ. ტოჩიოძანს გვერდზე ტოჩინოშინი გასწევს - სეკივაკეს, იერარქიაში უფრო მაღლა მდგარი, ოძეკი - და მთავარ გმირს დოჰიოზე სწორედ ის შეხვდება. დანარჩენი თავად ნახეთ...