მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ ოქრი

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ფამაგუსტას ანორთოსისის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია. 28 წლის შემტევს მუხლის მცირე დაზიანება აწუხებს და როგორც ცნობილია, დიდხანს უქმობა არ მოუწევს. 

 

ამასთან დაკავშირებით, ანორთოსისმა ჩვენებურს პოსტი მიუძღვნა. "მალე გამოჯანმრთელდი ოქრი" წერია ანორთისისის ფეისბუქ გვერდზე და ზედ ოქრიაშვილის ფოტოა დართული. 

 

აღნიშნული ტრავმის გამო ოქრიაშვილმა ერთა ლიგის ბოლო 2 ტურის შეხვედრები გამოტოვა. 

 

შეგახსენებთ, რომ ჩვენებური ქეცბაიას გუნდს შარშან ზაფხულში შეუერთდა და ამ დროისთვის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. ამ სეზონში ოქრიაშვილმა ანორთოსისში 10 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ ფამაგუსტელები 23 ქულით მეორე ადგილზე არიან.