რონალდუმ მესის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში იუვენტუსმა ფერენცვაროშს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან ერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რომელმაც ლეო მესის რეკორდი გაიმეორა. საქმე იმაშია, რომ პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაზე შინ ჩატარებულ მატჩებში 70-ე ბურთი შეაგდო. მსგავსი შედეგი რონალდუს და მესის გარდა არავის დაუფიქსირებია. 

 

კრიშტიანუმ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე 137 გოლით იწონებს თავს, გუშინ ამ სეზონში ლიგაზე პირველად გაიტანა. მოგეხსენებათ მას კორონავირუსი ჰქონდა, რის გამოც პირველი და მეორე ტურის მატჩები გაუცდა. 

 

რაც შეეხება იუვენტუსს, პირლოს გუნდი ლიგის G ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას კი კიევის დინამოსთან ჩაატარებს.