ბრაზილიელმა მოდელმა მესი დაიხატა (ფოტოები)

ბრაზილიელი სუპერმოდელი სუზი კორტესი ლეო მესის დიდი გულშემატკივარია. იგი იმდენად ქომაგობს მესის, რომ სხეულის პიკანტურ ნაწილებზე მისი სახე და ინიციალები ამოისვირინგა. 

 

"მას შემდეგ, რაც ბარსელონას ტატუ გავიკეთე, ვიფიქრე, რომ კიდევ ერთი სვირინგი მინდოდა და გადავწყვიტე ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დამეხატა. მე რა თქმა უნდა მესი დავიხატე. ამ თემაზე პირველად მექსიკაში მოგზაურობისას ერთერთ ტელეშოუში ვისაუბრე და პირობა ავასრულე."-განაცხადა ბრაზილიელმა მოდელმა.