Netflix-ის სერიალში გაფრინდაშვილზე ტყუილი თქვეს...

Netflix-ის მინი სერიალი, "დედოფლის გამბიტი" ერთერთი ყველაზე რეიტინგული გამოდგა, რაც კი ამ კომპანიას უწარმოებია. საგულისხმოა, რომ სერიალში არა დებ პოლგარებს ან ჰოუ იფანს, არამედ ქართველ დიდოსტატს - ნონა გაფრინდაშვილს ახსენებენ.

 

"დედოფლის გამბიტის" ბოლო სერიაში, მთავარი გმირი, ბეტ ჰარმონი სათამაშოდ მოსკოვში ჩადის. კომენტატორი აცხადებს: "ამ ინტელექტუალურ თამაშში, მას რაც გამოარჩევს, ეს სქესია, თუმცა ის რუსეთში ერთადერთი არ არის - ნონა გაფრინდაშვილი არსებობს, რომელიც ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია" 

 

აშკარაა, რომ Netflix-გან ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ ჰქონდა, რადგან ნონა არა თუ კაც მოჭადრაკეს შეხვდა, არამედ ტურნირებშიც მონაწილეობდა. 

 

ეს 1965 წლის ფოტოა, სადაც გაფრინდაშვილი ერთდროულად 28 კაც მოჭადრაკეს მარტო ეთამაშება. 

 

 

სინგაპურელი მოჭადრაკე და ისტორიკოსი ოლიმპიუ ურკანი პოსტს აზიარებს

 

"ლაზიერის გამბიტის ერთ სცენაში ამბობენ, რომ ნონა გაფრინდაშვილი კაცს არასდროს შეხვედრია, რა დროსაც, ნონას ფიზიოლოგიის მსგავსი ქალი ბეტ ჰარმონს აღფრთოვანებული უყურებს. რეალურად, გაფრინდაშვილმა სხვა ქალები შთააგონა, რათა 1960-ანების კაცთა ტურნირზე ეთამაშათ" 

 

შესაძლოა ეს ფრაზა სიუჟეტის მრავალფეროვნებისთვის გამოიყენეს, თუმცა დიდ სახელებზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ნამდვილად არ შეიძლება.