რეალი პლეი-ოფს მიუახლოვდა, ინტერს მიზერული შანსი დარჩა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგაზე დღის ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართა, სადაც რეალი ინტერს ეწვია და 2:0 დაამარცხა. 

 

მატჩი სამეფო გუნდის უპირატესობით დაიწყო და მთელი შეხვედრა ასე გაგრძელდა. ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. ნაჩოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი აზარმა გოლად აქცია და რეალის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა. 

 

თამაში კვლავ რეალის უპირატესობით გაგრძელდა. 33-ე წუთზე ინტერი მოედანზე 10 კაცით დარჩა. არტურო ვიდალმა 1 წუთში 2 ყვითელი მიიღო, ჯერ სიმულაციისთვის, შემდეგ კი მსაჯთან კამათისთვის მოედანი დროზე ადრე დატოვა. 

 

59-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახდა. შეცვლაზე შესული როდრიგოს დარტყმული ბურთი ჰანდანოვიჩის კარში აღმოჩნდა. დარტყმის შემდეგ ბურთს ჰაკიმი შეეხო და გოლი მაროკოელს ჩაეთვალა. 

 

რეალმა 7 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და პლეი-ოფამდე 1 ნაბიჯი დარჩა, ინტერი 2 ქულით კვლავ ბოლოზეა და 1/8 ფინალში გასვლა გართულდა.