საფეხბურთო ჰაკერი - 10 წლით საპატიმროში?

უნგრეთში საფეხბურთო ჰაკერი დააკავეს. ის გახლავთ Football Leaks-ის დამფუძნებელი. აღმოჩნდა, რომ 30 წლის პორტუგალიელია - რუი პინტუ.

ჰაკერი ეჭვმიტანილია ბენფიკას, პორტუს და სხვა კლუბების ელექტრონული დოკუმენტების მოპარვაში. 2015 წლიდან მოყოლებული, კლუბების ბაზაში შედიოდა და ფეხბურთელთა კონტრაქტის დეტალებზე ინფორმაციასაც იპარავდა. შემდეგ აქვეყნებდა.

 

სწორედ ამ საიტის მეშვეობით გაირკვა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს. კიდევ, მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ის ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევაში რომ ადანაშაულებდნენ.  

 

რუი პინტუს 10 წლით პატიმრობა ემუქრება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.