ფილადელფია იხმაურებს

და, ფილადელფია ჩემპიონობის ფავორიტი იქნება. ეს დუაიტ ჰოვარდის სიტყვებია.

და, დუაიტ ჰოვარდმა ეს ფილადელფიაში წარდგენის დროს დატოვა. ალბათ, სხვა მოთამაშეც იგივეს იტყოდა. ალბათ, ამის მოსმენა სურდა ყველას - გუნდის ახალ გენერალურ მენეჯერს დერილ მოურის, ახალ მთავარ მწვრთნელს დოკ რივერსს და ძველ ლიდერებს, ძველ ბიჭებს. ჯოელ ემბიდი და ბენ სიმონსი ჯერ ფილადელფიაში დგანან.

ჰოვარდის სიტყვები არ არის აჰერი. კი, ლეიკერსი და მილუოკი ფილადელფიაზე ბევრად სოლიდურად გამოიყურებიან, მაგრამ სხვებთან სიქსერზი არ არის აუტსაიდერი. სხვებთან სიქსერზი გაქაჩავს. ბოლომდე გაქაჩავს.

გუნდმა აქცენტი დომინანტი მაღლით პერიმეტრის დატვირთვაზე ან, პირიქით, მოძრავი პერიმეტრით დომინანტი მაღლისთვის თავისუფალი ზონების დატოვებაზე გააკეთა. აპრობირებული, მაგრამ სარისკო გეგმა.

ჯანმრთელი ემბიდი ნიკოლა იოკიჩთან ერთად ყველაზე დომინანტი ცენტრია. და, ემბიდს ახალი მოტივაცია აქვს. ემბიდი კარიერის პიკზე გადის და თუ მოსაგებია, ჯოელმა უნდა გაარტყას. წელს, შემდეგ წელს. და, ფანჯარა დაიხურება. ჯოელი შემდეგ უკვე სხვაზე იქნება დამოკიდებული. დღეს, ფილადელფია მისი გუნდია.

სიმონსი ემბიდზე სიამოვნებით ითამაშებს. სიმონსი ყველაზე გუნდური პირველი ნომერია კრის პოლის შემდეგ. და, ბენს აქვს ათლეტურობა, რომ ნებისმიერ დაბალს შეუქმნას პრობლემები და ბურთი თავზე დაახიოს. ბენი ზედმეტად კარგია მეორე ოფციისთვის, მაგრამ ასეთია რეალობა. ფილადელფიაში დომინანტი ემბიდი უნდა იყოს.

+

*****

ფილადელფია ჩემპიონი 1983-ში გახდა. და, გუნდის საჩემპიონო ფანჯარა დაიხურა. ეს ფანჯარა მიხურა ლარი ბერდმა, მიაჯახუნა მაიკლ ჯორდანმა და ჩარაზა შაკილ ო’ნილმა, რომელმაც ალენ აივერსონს ოცნება წაართვა.

ფილადელფია იყო კარგი, მაგრამ არასაკმარისად მკვლელი გუნდი.

ალბათ, ყველაზე ახლოს ჩემპიონობასთან გუნდი იყო ორი წლის წინ. როდესაც აღმოსავლეთის ნახევარფინალში კავაი ლეონარდმა ბოლო წამზე, მეშვიდე მატჩში დამარხა სიქსერზი. იქ, იმ გუნდში თამაშობდა ჯიმი ბატლერიც. ის გუნდი იყო ნიჭი და იმ გუნდმა ვერ გაქაჩა.

ჰოვარდი ამბობს, რომ მისი საყვარელი მოთამაშე არის უილტ ჩემბერლენი.

უილტიც ჩემპიონი გახდა. ფილადელფიაში. 1967. ბილ რასელის და მწვანე გუნდის დომინაციის დროს.

ჰოვარდი არ არის დიდი ჩემპიონი, მაგრამ ჰოვარდი საკაიფო სიტუაციაში მოხვდა. ის დაასვენებს ემბიდს, მას კარგ პასებს გაუკეთებენ და დუაიტი დაამტვრევს მეორე ხუთეულებს.

ფილადელფია მზად იქნება.

ემბიდი, სიმონსი, რივერსი და დიდი ისტორია.

დერილ მოურიც აქ არის. მშვენიერია.