მას კიდევ არაერთხელ ვნახავთ

შემოდგომის ერთა თასზე საფრანგეთისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩის გვერდითი მსაჯი ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი იყო.

 

ცნობილმა გამოცემამ irishtimes.com-მა გასული მატჩების მსაჯობას სპეციალური სტატია მიუძღვნა. სტატიის ავტორი ვეტერანი მსაჯი და ირლანდიის რაგბის კავშირის მსაჯების ყოფილი დირექტორი ოუენ დოილი გახლდათ. მან ამ პუბლიკაციში ნიკა ამაშუკელიც მოიხსენია და ქართველი მსაჯი მოკლედ  დაახასიათა:  

 

"ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი გვერდითი მსაჯი იყო. ის უეინ ბარნსის ასისტენტი გახლდათ და დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. ის არის მსაჯი, რომელსაც არაერთხელ ვნახავთ უმაღლესი დონის მატჩებში".

 

შეგახსენებთ, რომ ნიკა ამაშუკელს 28 ნოემბერს შოტლანდიისა და ფიჯის ნაკრებების დაპირისპირებაც უნდა ემსაჯა, მაგრამ, რადგან ფიჯის ნაკრების უმრავლესობა კოვიდინფიცირებული იყო, თამაში გაუქმდა.