ირლანდიას სექსტონი და ჰენშოუ დააკლდება

საქართველოს ნაკრები შემოდგომის ერთა თასზე კვირას, დუბლინში, ავივა სთედიუმზე მესამე მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნების მეტოქე ირლანდიის ეროვნული გუნდი იქნება.

 

სამყურების მთავარმა მწვრთნელმა ენდი ფარელმა საბრძოლო რაზმი დაასახელა. ტრავმების გამო გუნდს დააკლდა მგეზავი ჯონათან სექსტონი და რობ ჰენშოუ. სამაგიეროდ დაბრუნდა გამოცდილი ცხრა ნომერი კონორ მარი, რომელიც ეროვნულ გუნდში 86-ე კეპს მოიხვეჭს.

 

ამ შეხვედრაში, საეჭვოა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელის, კონსტანტინე მიქაუტაძის თამაში, რომელმაც უელსთან განვლილ მატჩში ნეკნი დაიშავა.

 

შეგახსენებთ, რომ თამაში კვირას, თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

 

ირლანდია: 15. ჯეიკობ სტოკდეილი, 14. უგო კინანი, 13. კრის ფარელი, 12. სტუარტ მაკლოსკი, 11. ქის ირლზი, 10. ბილი ბარნსი, 9. კონორ მარი.  1. ფაინლი ბელამი, 2. რობ ჰერინგი, 3. ენდრიუ პორტერი, 4. იან ჰენდერსონი, 5. ჯეიმზ რაიანი, 6. ტაჯ ბირნი, 7. ვილი კონორსი, 8. სი ჯეი სტანდერი

 

16. დეივ ჰეფერნანი, 17. კიან ჰილი, 18. ჯონ რაიანი, 19. ქუინ რუ, 20. პიტერ ომაჰონი, 21. კირან მარმიონი, 22. როს ბირნი, 23. შონ დეილი