ქართველები და ევროპა ლიგა

ევროპა ლიგის მეოთხე ტურში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, ლუკა ლოჩოშვილმა და ნიკა კაჭარავამ საკუთარი გუნდის მაისურით მორიგი შეხვედრები გამართეს.

 

ავსტრიული "ვოლფსბერგერი" შინ ზაგრების "დინამოსთან" სამ ბურთიანი სხვაობით განადგურდა. ლუკა ლოჩოშვილმა შეხვედრა სრულად ითამაშა, გურამ გიორბელიძე კი 82-წუთზე შეცვლაზე შევიდა.

 

შინ "ცრვენა ზვეზდასთან" დამარცხდა ბელგიური "გენტი", სამწუხაროდ გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში არ ყოფილა.

 

პრაღის "სპარტამ" სელტიკი დაამარცხა, ასაკობრივი ნაკრებების წევრი ივა გელაშვილი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

 

პოზნანის "ლეხი" ბელგიურ "სტანდართან" სტუმრად შეხვედრის ბოლო წამზე დამარცხდა, ნიკა კაჭარავა თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.

giorgi ratiani 27 ნოემბერი 2020 -12:52