ჰარდენის ჯეკპოტი

ბრუკლინი.

ფილადელფია.

ჰიუსტონი.

ჯეიმს ჰარდენმა უნდა შემოხაზოს. სამიდან ერთ-ერთი. ჯეიმს ჰარდენი უახლოვდებოდა ბრუკლინს და ჰიუსტონმა ბოლო მომენტში კაირი ირვინგიც მოითხოვა. ბრუკლინი ფიქრობს.

ჯეიმს ჰარდენი არ უახლოვდებოდა ფილადელფიას, მაგრამ მას უახლოვდებოდა დერილ მოური, სიქსერზის ახალი გენერალური მენეჯერი. რომელიც ჰარდენში ბენ სიმონსს იძლევა.

ჯეიმს ჰარდენი დღეს ჰიუსტონშია და, თუ ახალი ბოსები მას დაარწმუნებენ, რომ აქ დარჩენა ღირს, რომ ეს ტრენდული და შედეგიანი იქნება, ჯეიმსი აუცილებლად დარჩება ჰიუსტონში.

ჯეიმსი ჰიუსტონში 2012/2013 წლების სეზონამდე მივიდა. და, პირველივე სეზონიდან როკეტსის შეტევის ულაპარაკო დომინანტი გახდა. მოთამაშე, რომელიც ერთი ხუთზე ასკდებოდა მეორე გუნდს და, ხშირად არ აგებდა.

ჰარდენის როლი გაიზარდა კლუბში მაიკ დ’ანტონის მისვლის (2016/2017) შემდეგ. მომდევნო ოთხ სეზონში ჯეიმსი ოთხჯერ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.

ყველაზე არაჰარდენული ფინიში MVP-ს გამოკითხვაში - მესამე ადგილი (2019/2020). ჯეიმსი მანქანა გახდა. ქულების მანქანა, რომელიც დაცვაშიც უმატებდა. როდესაც სხვას ამ დაცვის თამაში უფრო ეზარებოდა.

და, ახალი ბოსები არ ცდილობენ ჯეიმსის დაკერვას, დარწმუნებას, რომ მისთვის გუნდში არაფერი არ შეიცვლება. და, ჯეიმსს ეს არ მოსწონს. ალბათ, ეს არცერთ ვარკვლავს არ მოეწონებოდა.

ჰიუსტონმა ჯეიმსს ორწლიანი, 103 მილიონიანი კონტარქტი შესთავაზა და ჯეიმსმა თქვა, არა, არ ვარ თანახმა. ბიჭმა უცნაური, თუმცა, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.

 

*****

 

ჰარდენი (31 წლის) დიურანტთან (32) თამაშს გეგმავს. კევინთან ერთად არ არის რთული. კევინთან ერთად ჰიუსტონი გახდა 80-იანი წლების დალასი, დენვერი. ანუ, გუნდი, რომელიც კალათბურთს ქულების დაგროვების გამო თამაშობდა. და, ეს ბევრს სიამოვნებდა.

და, დერილ მოურიმ თქვა, რომ ჯეიმსის წამოსაყვანად, ის ბენ სიმონსის გაშვებაზეც დაფიქრდება. სერიოზული განცხადებაა.

ჰიუსტონს სურს მოთამაშე, რომელიც ვარსკვლავია. კარის ლევერტი, სპენსერ დინუიდი და ჯარეტ ალენი არ არიან ვარსკვლავები.