იბრა - ჯერ სად ხარ, ახლა იწყება!

დიდი ალბათობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდება. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და მწვრთნელი იან ანდერსონი მილანში გაფრინდნენ სპეციალურად ზლატანთან სასაუბროდ.

 

თვითონ იბრაჰიმოვიჩმა არცთუ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ ნაკრებში დაბრუნებაზე ფიქრობს. 2016 წელს დაასრულა სანაკრებო კარიერა - 116 მატჩითა და 62 გოლით, რაც სარეკორდოა შვედეთისთვის.

 

ასეა, 39 წლისაა, მაგრამ როცა მილანში მის თამაშს უყურებ, მიდი და თქვი, დაბერდაო... მილანი რომ სერია ა-ში თავის ადგილს დაუბრუნდა, ყველაზე მეტად სწორედ შვედის დამსახურებაა.

 

პლუს, იბრა მეთორმეტედ გახდა შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

 

„39 წლის ვარ. ტიტულის მოგება კი 50 წლის ასაკშიც მენდომება“