"რუსეთი და ალანია? კლუბის ავტობუსშიც კი არაყი გვქონდა"

ნიდერლანდელი ფლანგელი როისტონ დრენტე გახსოვთ? მადრიდის რეალაში თამაშობდა, მერე ძალიან მოუკლო და ვლადიკავკაზის ალანიაშიც მოხვდა, სადაც მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. იმ დროს ალანიაში გიორგი ჭანტურია და მამუკა კობახიძეც იყვნენ.

 

დრენტემ ვლადიკავკაზი და მთლიანად რუსეთიც, არცთუ სასიამოვნო კონტექსტში გაიხსენა:

 

„ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის იქ გადასვლა კარგი იყო. ცხოვრება ყოველთვის შაქარივით ტკბილი არაა. ვლადიკავკაზი იდეალურისგან შორსაა. არ ვიცი, როგორ ვთქვა, გატეხილი  და დანგრეული ქალაქია. ვერ წარმომიდგენია, იქ რა უნდა გააკეთო, თუნდაც დიდი ფული გქონდეს.

 

...არაყი? დიახ, ვსვამდით. არაყი იქ ძირითადი რამ არის. წარმოიდგინეთ, კლუბის ავტობუსშიც გვქონდა. ეს რუსეთია“.

 

დრენტე კარგად მღეროდა და ერთი პერიოდი რეპერობა დაიწყო. მერე ისევ ფეხბურთს დაუბრუნდა, ოღონდ გასართობად: ნიდერლანდების მეექვსე დივიზიონის კლუბში, კოსაკენ ბოიზში თამაშობს.