სერბეთი დავმარხეთ, რიგში ფინეთია

საქართველოს ნაკრები ფინეთში ვარჯიშობს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჩეხვებისთვის. იქვე, ფინეთში ფინეთის (28 ნოემბერი) და შვეიცარიის (30.11) წინააღმდეგ. საინტერესო იქნება. ნაკრების ამბები თითქმის ყოველთვის საინტერესოა.

ფინეთში FIBA-მ კოვიდ-პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატი გაშალა. ერთი შესარჩევი ჯგუფის კონკრეტული ფანჯრის თამაშები ერთ ქვეყანაში (ამ შემთხვევაში - ფინეთში), ერთ დარბაზში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევის პირველ ორ ტესტში ორი მოგება დაირტყა.

96:88 შვეიცარიასთან, აქ, თბილისში. დამატებით დროში. სერიოზული ნერვიულობა გადავიტანეთ.

94:90 სერბეთში. პირველი მეოთხედის ჩაგდების შემდეგ, დარჩენილ სამში ყველაფერი ჩავაგდეთ.

და, ფინეთი.

ორი საინტერესო ტესტი.

ნაკრები თბილისიდან სუპერლიგის ბიჭებით ჩავიდა ჰელსინკიში.

ილია ლონდარიძე, ლუკა ბულაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბექაური, ლუკა ზაქრაძე, საბა ლობჯანიძე, გივი ბაქრაძე, მერაბ ბოქოლიშვილი.

თად მაკფადენი აეროპორტში ავიყვანეთ. გიორგი შერმადინი - სასტუმროში. საფრანგეთიდან წამოვიდნენ გიორგი კორსანტია და გიორგი ტურძილაძე.

ნაკრებმა ივარჯიშა, ნაკრები გაივლის აკლიმატიზაციას და ნაკრები თორნიკე შენგელიასთან ერთად შეასკდება ფინეთს.

უნდა დავშალოთ. ორივე.

ხვალ, 21:30, ფინეთი- საქართველოა.

 

ფოტო: www.gbf.ge