ორი დებიუტანტით ირლანდიის წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრები შემოდგომის ერთა თასზე კვირას, დუბლინში, ავივა სთედიუმზე მესამე მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნების მეტოქე ირლანდიის ეროვნული გუნდი იქნება.

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საბრძოლო რაზმი დაასახელა. გუნდში ორი დებიუტანტია - მიხეილ ალანია და დავით ნინიაშვილი. ორივე თადარიგში არიან. შემოდგომის ერთა თასზე პირველად ითამაშებენ ნოდარ ჭეიშვილი, სოსო მათიაშვილი, თორნიკე ჯალაღონია, გიორგი მელიქიძე, გიორგი ჯავახია, დემე თაფლაძე და მიხეილ გაჩეჩილაძე.

 

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

 

"გვყავს ორი დებიუტანტი. ახალგაზრდა დავით ნინიაშვილს მწირი გამოცდილება აქვს, დიდ 10-შიც კი არ უთამაშია და მასთან მიმართებაში ცოტას ვფრთხილობდით. გვსურდა გუნდთან ერთად ყოფნით თავდაჯერებულობა მოეპოვებინა და ახლა თამაშის შანსს მიიღებს. ის შრომისმოყვარე ახალგაზდაა და მონდომებით ბევრის მიღწევა შეუძლია. პერსპექტიული და იმედისმომცემი მოთამაშეა მიხეილ ალანია, რომელსაც ასევე დებიუტი ექნება.

 

ირლანდიამ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა დააყენა. თუმცა, ჩვენ ვეცდებით, რომ შეტევაში უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე უელსთან და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ. მეტოქე სახიფათოა რაქებში, ყავს მძიმე, ხაზის გამგლეჯი ცენტრები და სწრაფი დამბოლოებლები ფრთის მოთამაშეების სახით. მათ შეტევაში მუდამ აქვთ გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი. ირლანდიის მეორე ხაზი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება დერეფანში თამაში“

 

ირლანდიის ნაკრებთან აქამდე ოთხჯერ გვითამაშია და ოთხივეჯერ გმარჯება სამყურებს დარჩათ. ჩვენთვის ყველზე უკეთ მოსაგონარი 2007 წლის მსოფლიოს თასზე გამართული მტჩია, რომელიც მხოლოდ ოთხი ქულით 10:14 დავთმეთ და ბოლო წუთებზე მოგებაც შეგვეძლო.

 

შეგახსენებთ, რომ თამაში კვირას, 29 ნოემებერს თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

 

საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე      1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ბექა საღინაძე, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. ბექა გორგაძე

 

16. გიორგი ჭყოიძე, 17. ლექსო ყაულაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე, 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. დავით ნინიაშვილი