ვარვარას მომნუსხველი, ბერძნული სილამაზე

ვარვარა (ბარბარა) ფილიუ ბერძენი მხატვრული ტანმოვარჯიშეა. ის მკვეთრად გამოირჩევა თავისი გარეგნობით სპორტის ამ სახეობაში გამეფებული სლავური წარმოშობის საერთო მასისაგან. თუმცა, დედა ბულგარელი ჰყავს.  მამა კი, ბერძენია  და სოფიის ფიზიკური კულტურის აკადემიის კურსდამთავრებულია.

 

ფილიუ 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, რომელიც რიო დე ჟანეიროში გაიმართა. არის გრან პრისა და მსოფლიოს თასების ეტაპების არაერთგზის პრიზიორი.

 

Varvara FILIOU (GRE) Hoop | Rhythmic gymnastics, Gymnastics photography,  Gymnastics

 

2016 წლის ბოლოს ვარვარა ფილიუ ერთი კვირით თბილისშიც იმყოფებოდა. ქართველმა მწვრთნელებმა მას ახალი ოლიმპიური ციკლისთვის სრულიად ახალი, განსხვავებული პროგრამა დადუდგეს. თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ქართველი მწვრთნელების შემოქმედება ფილიუმ მხატვრული ტანვარჯიშის ქომაგებს ვეღარ უჩვენა.

 

ვარვარამ  ცხოვრების საქმედ მწვრთნელობა აირჩია და სხვადასხვა ქვეყნებში მასტერკლასებს მართავს. ათენში კი, საკუთარი კლუბი აქვს, სადაც ნორჩ ბერძენ გოგონებს მხატვრული ტანვარჯიშის ანბანს ასწავლის.

 

 

 

 

 

Βαρβάρα Φίλιου, η αιθέρια!