გოლი 53 მეტრიდან

ლუდოგორეცთან ევროპა ლიგის მატჩისას ტოტენჰემელმა ჰარი ვინკსმა გოლი ლამის ცენტრიდან გაიტანა, რომელიც ფრიად ლამაზი სანახავი გამოდგა. მას ორ წელიწადზე მეტია გოლი არ გაუტანია და აი, - 53 მეტრიდან შეაგდო. 

ბურთი მარჯვენა ზედა კუთხეში შეფრინდა და როგორც ბულგარელები, ასევე თავად ლონდონელები პირდაღებულები დატოვა.

მყისვე გაჩნდა კითხვა: ჰარი ვინკსი მართლა კარში არტყამდა?

 

 

ტოტენჰემელთა ლეგენდამ გლენ ჰოდლმა, რომელსაც BT Sport-ზე მატჩის რეპორტაჟი მიჰყავდა, თქვა: „ვფიქრობ მან კარს გაჰხედა. გასააზრებლად წამები ჰქონდა და ჩემი აზრით, კარში დაარტყა”.

ჰოდლს ეტყობა ძალიან უნდოდა, რომ მისი საყვარელი გუნდის გოლი შემთხვევითი არ ყოფილიყო, მაგრამ მატჩის შემდეგ, თავად ფეხბურთელმა თქვა, რომ ის კარს არ უმიზნებდა.

ვინკსი: „სიამოვნებით ვიტყოდი, რომ გამიზნულად დავარტყი, მაგრამ… ვალდებული ვარ პატიოსანი ვიყო. გარეთ ბეილისთვის ვაპირებდი გრძელი პასის ჩაწოდებას. თუმცა, ავტორობაზე უარს არ ვამბობ. ბოლოს და ბოლოს, გოლი გოლია და ძალიან მიხარია, რომ მე გავიტანე”.

 

Jose: Winks didn't mean wonder goal | Video | Watch TV Show | Sky Sports

 

სფურზის კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, პტერ კრაუჩი: „ვინკსი პატიოსანი კაცი ყოფილა. რაც მან გააკეთა, ნამდვილი ფეარ-ფლეია. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელების დიდი ნაწილი იტყოდა, რომ კარში გამიზნულად დაარტყა”.