მოიძებნა ხალხი, ვინც მარადონას გარდაცვალებით ხელის მოთბობა გადაწყვიტა. დამკრძალავი ბიუროს სამმა თანამშრომელმა, მიცვალებულის ცხედართან, ფოტოები გადაიღეს, რათა უფრო ცნობადნი გამხდარიყვნენ.
უკვე ცნობილი გახდა, რომ ეს თანამშრომლები კომპანიამ გაათავისუფლა და არგენტინელის ოჯახს ბოდიშის წერილი გაუგზავნა, თუმცა დიეგოს ადვოკატი, მატიას მორლა ამან არ დააკმაყოფილა
"ვინც მონაწილეობდა, ყველა პასუხს აგებს"
მან ფოტოს ერთერთი ავტორიც დაასახელა
"დიეგო მოლინა ის ნაძირალაა, რომელმაც ჩემი მეგობრის სასახლესთან ფოტო გადაიღო. არ დავისვენებ, სანამ საკადრისს არ მივუზღავ"
leadersport ფოტოების დამუშავებულ ვერსიას გთავაზობთ...