მასვიდალმა ბარში 3 კაცი გათიშა

საიდუმლო არ არის რომ ხორხე მასვიდალი ხულიგანია. როგორც ჩელ სონენი ჰყვება, მასვიდალმა მოახერხა და ბარში, ერთ ღამეში, სამი კაცი დაანოკაუტა.


ყველაფერი კი ასე დაიწყო:


"ხორხე ბარში იყო და ოქროს ყელსაბამი ეკეთა. ვიღაც ორი უცხო ტიპი შემოვიდა ბარში, რომლებსაც ხორხე არ იცნობდა და ერთ-ერთმა ოქროს ყელსაბამს წკიპურტი დაარტყა. ხორხემ იფიქრა, რომ ისინი მის გაძარცვას აპირებდნენ. ტიპი რომელიც ყელსაბამს შეეხო მაშინვე გათიშა, შემდეგ მეორეს მიუტრიალდა და ისიც გათიშა.

 

თუ თქვენ ოდესმე ვინმე გეტყვით რომ კლუბში 2 უცნობი გათიშა, თან ორი დარტყმით, ნამდვილი მატყუარაა. თუ, რა საკვირველია, ის ხორხე მასვიდალი არ არის.

 

მოკლედ, ჩხუბის შემდეგ ხორხე ტუალეტში შევიდა, სანამ სიტუაცია დამშვიდდებოდა. როგორც კი ტუალეტში შევიდა, ვიღაც უცნობიც შეყვა მაშინვე.

 

ხორხემ იფიქრა: "არ ვიცი ეს ტიპიც იმ ორთან ერთად არის თუ არა." 

 

ხორხემ ისიც გათიშა - ამბობს სონენი

 

მე მას ვკითხე თუ რატომ გათიშე მესამე ტიპიც ტუალეტში? ხომ შეიძლება მას არანაირი კავშირი ჰქონოდა იმ ორთან და მას უბრალოდ ტუალეტში შესვლა სდომოდა?

 

"უბრალოდ, ვერ გავრისკავდი" - უპასუხა ხორხემ