მეივეზერი, მამაო ჯორჯი და კიევის მერი

კრივში დიდი კუშებია. კრივში ტკივილია. და, კრივი კასიუს კლეის, მაიკ ტაისონის, როკი მარჩიანოს სიდიადე იყო, არის, იქნება.

პრომოუტერები კრივში სატიტულო ბრძოლებზე ძალიან დიდ ფულს ხსნიან.

და, როდესაც ვსაუბრობთ კრივის ისტორიაში 10 ყველაზე დიდკუშიან სპორტსმენზე, იქ, ამ რეიტინგში არ არიან არც ალი და - არც ტაისონი.

რომელი მოკრივეების უძრავი ქონება არის შეფასებული ყველაზე მეტად?

ჩამოვყარეთ.

 

10. ტაისონ ფიური (60 მილიონი დოლარი). მისტერ ფიურის პროფებში 29:1 აქვს. სოლიდურია. ისევე, როგორც ტაისონის წილი სწრაფი კვების ბიზნესში. ბრიფინგებზე ბეტმენის ნიღბით მოსვლაც არ აგდებს ტაისონის რეიტინგს.

 

9. ვლადიმირ კლიჩკო (65) – 1996-2017 წლებში ეს კლიჩკო იყო სტაბილური და რამდენიმე სერიოზული სასპონსორო კონტრაქტიც გაარტყა. WBA, IBD, WBO ვერსიებით ჩემპიონი და, უბრალოდ, კარგი ბიზნესმენი, რომელმაც საკუთარი თავის გაყიდვა იცის.

 

8. ენტონი ჯოშუა (67) - ის ყოველთვის სვლაზეა და მას არ აკლია პრომოუტერების ყურადღება, რომლებიც ჯოშუაზე კარგად მდიდრდებიან. რეალური მკვლელი რინგზე და რამდენიმე ავტოსალონის მფლობელი რინგს გარეთ.

 

7. ვიტალი კლიჩკო (80) – 45 მოგება, მხოლოდ 2 წაგება და იდეალური მეტსახელი (Dr Ironfist). ეს კლიჩკოც კარგ ფულებშია და პლიუს, პოლიტიკაშიც გაიქაჩა. ჭკვიანი მოკრივე და არანაკლებ აზრზე მოსული ბიზნესმენი. 6 წლის წინ კიევის მერი გახდა.

 

6. შუგარ რეი ლეონარდი (120) – 36:4. და, ეს სერიოზული შედეგია. ლეონარდს არასოდეს არ ჰყოლია სტაბილური სპონსორი, მაგრამ ის იყო სტაბილური რინგზე და იქ გამდიდრდა. პლიუს, მან მშვენივრად ჩადო ფული მანქანების გაქირავების ბიზნესში და დიდ პენსიაზეა.

 

5. ლენოქს ლიუისი (130) – 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, სამგზის ჩემპიონი პროფებში და, უბრალოდ, მეგაპოპულარული რესპოდენტი ყველა ჟურნალისტისთვის. ლენოქსმა გალახა ამ თაობის თითქმის ყველა ძლიერი ოპონენტი, რამდენჯერმე თავადაც აირტყა და დაისვენა.

 

4. ოსკარ დე ლა ჰოია (200) – 39:6 რინგზე და გაცილებით კარგი პროცენტი სასპონსორო ამბებში. დე ლა ჰოიას აქვს კომუნიკაციის იშვიათი ნიჭი. დე ლა ჰოიას დღესაც დიდი ფული შესდის კონტრაქტებით და კონტაქტებით.

 

3. მენი პაკიაო (200) - უნივერსალი მოკრივე, რომელიც სამ სხვადასხვა წონით დივიზიონში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მენის აქვს სამი სასტუმრო. მენის აქვს უძრავი ქონების ბიზნესი და მენი დღესაც მაგარი პოპულარულია.

 

2. ჯორჯ ფორმენი (250) - ყველაზე მომაკვდინებელი დარტყმის მქონე მოკრივემ იდეალური ცხოვრება აიწყო. ჯორჯმა კრივში ყველაფერი მოიგო, ააშენა ათამდე მონასტერი და დამსახურებულად გავიდა პენსიაზე. პლიუს, იმ მომენტში, კრივის ისტორიაში ყველაზე მოხუცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

 

1. ფლოიდ მეივეზერი (420) - მეტსახელი, Money.  უხერხულია, რომ პირველზე არ იჯდეს. 50:0 პროფესიონალებში. და, ალბათ, კიდევ ერთხელ გალახავს კონორ მაკგრეგორს, მოხსნის ჯეკპოტს და დაისვენებს.