საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრებს რეგრესი აქვს. წინა თვის რეიტინგში ჯვაროსნები 86-ე ადგილზე იყვნენ, ამჟამად კი 89-ე პოზიციას იკავებენ. 

 

საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში 3 მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ჩრდ. მაკედონიას უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა, C დივიზიონში სომხეთთან 1:2 წააგო, ესტონეთთან კი ნულოვანი ფრე ითამაშა. 

 

ფიფას განახლებული რეიტინგის ათეული შემდეგნაირია. 

 

1. ბელგია

 

2. საფრანგეთი

 

3. ბრაზილია

 

4. ინგლისი

 

5. პორტუგალია

 

6. ესპანეთი

 

7. ურუგვაი

 

8. არგენტინა

 

9. ხორვატია

 

10. კოლუმბია