ლევანდოვსკი წლის ფეხბურთელად დაასახელეს

პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა AS-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა. ეს ლოგიკურიც გახლდათ, რადგან მიუნხენელთა მე-9 ნომერს ბრწყინვალე პერიოდი აქვს. ლევანდოვსკიმ ბაიერნთან ერთად ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. იგი ჩემპიონთა ლიგის და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 

 

რაც შეეხება კონკრეტულად ამ სეზონს, ლევანდოვსკიმ ბაიერნის მაისურით 13 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. იგი ნაკრებშიც გამორჩეული გახლდათ, 32 წლის გოლეადორმა ეროვნული გუნდის რიგებში 2020 წელს 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 

 

ბაიერნი ბუნდესლიგაში 19 ქულით ცხრილის სათავეშია, გერმანელები პირველობას არც ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში თმობენ, სადაც 12 ქულით პირველ ადგილზე არიან.