მარადონასთვის უნდა მიეძღვნათ. არ გამოვიდა (ვიდეო)

სამი ერის გათამაშების მორიგი ტურის წინ, არგენტინელებმა ოლ ბლექსს შევაკვდებით და გამარჯვებას მარადონას მივუძღვნითო. 

 

არ გამოვიდა. გაბრაზებული ოლ ბლექსი მტერს დაეტაკა. ერთი კვირის წინათ ახალზელანდიელებმა არგენტინასთან მარცხის გამო სრული რევანში აიღეს. მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს და მშრალი ანგარიშით 38:0 დაამარცხეს. 

 

თამაშის დაწყების წინ, ვიდრე ოლ ბლექსი ტრადიციულ ჰაკას შეასრულებდა, ახალზელანდიელებმა მეტოქეს თავიანთი ათნომრიანი კვართი უსახსოვრეს წარწერით - მარადონა.