გეგა დიასამიძე ბელარუსის ჩემპიონია !

დასრულდა ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატი - პირველი ადგილი და ოქროს მედლები სოლიგორსკის "შახტიორმა" მოიპოვა, კლუბში ქართველი ფეხბურთელი გეგა დიასამიძე ირიცხება. ჩემპიონის ბოლო ბოლო ტურში და პრინციპში ბოლო წუთებზე გადაწყდა, ბორისოვოს "ბატეს" მინსშკი 3 ქულა უნდა მოეპოვებინა და ჩემპიონის ტიტული მათი იყო, თუმცა შეხვედრა ფრედ დასრულდა, მიუხედავად ამისა სოლიგორსკელები ოქროსგან მაინც შორს იყვნენ, რადგან მათი მატჩის კომპენსირებულ დრომდე ანგარიში 2-2 იყო, თუმცა "შახტიორმა" დამატებით 6 წუთში მეტოქის კარი ორჯერ აიღეს და საბოლოოდ ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს.

 

არანაკლები ბრძლა იყო ბრინჯაოს მედლებისთვის, რომელიც ასევე დრამატულად "ტორპედომ" და ჩვენთვის კარგად ნაცნობმა გაბრიელ რამოსმა მოიპოვეს.

 

აღსანიშნავია რომ "შახტიორის" რიგებში კიდევ ერთი ქართველი ლაშა შინდაგორიძე ირიცხება, თუმცა სამწუხაროდ მძიმე დაზიანების გამო ფეხბურთელს მთელი სეზონი გაუცდა.

giorgi ratiani 28 ნოემბერი 2020 -16:59