მანჩესტერმა მილანის ლიდერს დაადგა თვალი

ჰაკან ჩალჰანოღლუმ კარიერა შესაძლოა მანჩესტერში გააგრძელოს. თურქ შემტევს მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მანკუნიანელები მის დამატებას უფასოდ შეეცდებიან. როგორც იწერება, ჩალჰანოღლუს მანჩესტერში გადასვლის ალბათობა 90%-ია.

 

ჩალჰანოღლუ მილანში 2017 წლის ზაფხულიდან გამოდის. ამ სეზონში ფეხბურთელმა როსონერის მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. 

 

რაც შეეხება მანჩესტერს, იუნაიტედი პრემიერლიგაში 13 ქულით მე-11 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს კი 9 ქულით ლიდერობს.