კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებულმა ჯორჯინა როდრიგესმა მორიგ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მან იახტაზე კომპანია PrettyLittleThing-ის ქალის თეთრეულისთვის იპოზიარა. როდრიგესს ნახევრად გამჭვირვალე თეთრეული აცვია და ფოტოებიც საკმაოდ თამამი გამოვიდა.
რონალდუ და როდრიგესი 2015 წლიდან ერთად არიან და მათ 2 შვილი ჰყავთ. როდრიგესის შეყვარებული კრიშტიანუ შესანიშნავ ფორმაშია, პორტუგალიელმა ამ სეზონში იუვენტუსის მაისურით 6 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.