ხერარდ პიკე : ბარსელონას პრეზიდენტობა ჩემი ოცნებაა

ბარსელონას მცველმა ხერარდ პიკემ კატალონიურ მედიასთან საკუთარი სამომავლო გეგმების და საფეხბურთო ოცნებების შესახებ ისაუბრა :

 

"მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან მოქმედი ფეხბურთელი ვარ, თუმცა შემდეგ რა იქნება ამას მომავალი გვიჩვენებს. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ მე ამ კლუბის უდიდესი გულშემატკივარი ვარ. მინდა რომ ამ დიდებულ კლუბს დავეხმარო, ამისთვის ვფიქრობ რომ მზად ვარ, ვგრძნობ რომ ამ თანამდებობაზე კარგად მუშაობა და კლუბისთვის წარმატების მოტანა შემიძლია, ასე რომ არ იყოს, კანდიდატურის წამოყენებაზე არც ვიფიქრებდი. ჩემი ოცნებაა "ბარსელონას" პრეზიდენტი გავხდე, თუმცა ახლა ნამდვილად არ ვიცი ეს შანსი მომეცემა თუ არა" - განაცხადა პიკემ.

 

პიკე ბარსელონას ღირსებას 2008 წლიდან იცავს და როგორც ამბობენ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება.

giorgi ratiani 28 ნოემბერი 2020 -17:50