ქვილითაიამ ანორთოსისში ჰეთ-თრიკი შეასრულა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა ენოსისს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. სამი გოლის ავტორი საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაიაა. 27 წლის ფეხბურთელი ქეცბაიას გუნდს სექტემბერში შეუერთდა და მის ანგარიშზე უკვე 7 გოლია.

 

გიორგისთან ერთად ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ბუბა დაუშვილი და გიორგი ლორია, სამივე მათგანმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, დაუშვილმა თავი საგოლე გადაცემით და ყვითელი ბარათით გამოიჩინა. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, იგი გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. 

 

ანორთოსისმა 26 ქულა დააგროვა და ცხრილის სათავეში მოექცა. ქეცბაიას შეგირდები შემდეგ მატჩს დოხასთან ჩაატარებენ.