კავანი შესაძლოა ინსტაგრამ სთორისთვის დაისაჯოს

ედინსონ კავანის 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. საქმე იმაშია, რომ საუთჰემპტონთან 3:2 მოგებული მატჩის შემდეგ, კავანის წარმატებული მატჩი ინსტაგრამ სთორის საშუალებით მიულოცეს, მან კი მადლობა შემდეგნაირად გადაუხადა Gracias negrito რაც ითარგმნება, როგორც მადლობა შავო. 

 

 

კავანი მიხვდა, რომ მის კომენტარს შეიძლებოდა პრობლემები მოეტანა და ფოტო უმალ წაშალა, თუმცა უკვე გვიანი იყო. აღნიშნულ საკითხს ინგლისის ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და ურუგვაელი შესაძლოა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ. 

 

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, კავანი უდაოდ საუკეთესო იყო. იუნაიტედი 0:2-ს აგებდა, თუმცა ელ მატადორის დუბლის და საგოლე გადაცემის წყალობით თამაში შემოატრიალა. 

 

კავანი მანჩესტერს სეზონის დასაწყისში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გამოცდილმა ფორვარდმა იუნაიტედის რიგებში 8 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.