იუვენტუსმა და პსჟ-მ შესაძლოა ფორვარდები გაცვალონ. Calciomercato-ს ცნობით, ბიანკონერი ზაფხულში პარიზელთათვის პაულო დიბალას შეთავაზებას აპირებს, თავად კი იკარდის დამატება სურს.
გეცოდინებათ იუვენტუსმა იკარდის შეძენა შარშან ზაფხულშიც სცადა, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი პსჟ-ზე შეაჩერა. თავის მხრივ ფრანგებიც ცდილობდნენ დიბალას გადაბირებას, ეს ყველაფერი მოლაპარაკებებს უფრო საინტერესოს ხდის.
დიბალამ ამ სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, იკარდიმ კი 5 თამაშში 2 ბურთი შეაგდო.