გამოცდილი

 

 

 

 

 

 

 

მოურინიუ დაბრუნდა - ასეთი და ამის მსგავსი სათაურებით აჭრელდა ბრიტანული პორტალ-გაზეთები პრემიერლიგის მე-9 ტურში ტოტენჰემის მანჩესტერ სიტისთან (2:0) მოგების შემდეგ. ყველა აღიარებდა, რომ ეს მწვრთნელის გამარჯვება იყო. მოურინიუმ გვარდიოლას მასტერკლასი ჩაუტარა.

პორტუგალიელ სპეციალისტს ბოლო დროს იშვიათად ახსენებდნენ. მიაჩნდათ, რომ მან თავისი მოსაგები უკვე მოიგო და ნელ-ნელა პენსიაზეც გავიდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოუს ჩამოწერა ჯერ ნაადრევია.

ბოლო სანაკრებო პაუზისას მან კიდევ ერთხელ მიიქცია მედიის ყურადღება. ახლი მეტსახელი მოიგონა თავისთვის. მოგეხსენებათ, აქამდე მას ყველა განსაკუთრებულს ეძახდა. ამჯერად კი თქვა: „ახლა მე გამოცდილი მქვია. რაც ახლა ჩემს თავს ხდება, დეჟავიუსავით არის, ასეთი რამ ადრეც მომხდარა“.

 

Steve Bruce is a super intelligent guy': Jose Mourinho's verdict on  Newcastle draw - Chronicle Live

 

არის პროფესიები, რომლებშიც წარმატებისთვის განსაკუთრებული ფიზიკური ფორმაა საჭირო, მაგალითად ფეხბურთელებისთვის. იმისათვის, რომ კარგი მწვრთნელი იყო, ტვინია საჭირო. ტვინი და გამოცდილება გახლავთ წარმატების გასაღები.

შარშანდელ სეზონში მაურისიო პოჩეტინოს ხანგრძლივი და სტაბილური ტოტემჰემური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ გუნდმა ყველა თავისი რესურსი ამოწურა. დაიღალა და მინელდა. დამნაშავე, ცხადია, მწვრთნელი აღმოჩნდა და არგენტინელი გაუშვეს, მის მაგიერ კი მოურინიუ მიიყვანეს. ჟოზემ მეორედ ჩაიბარა ლონდონური კლუბი.

გასული სეზონი გარდამავალი ეტაპი გამოდგა. ჟოზე ნელ-ნელა ამკვიდრებდა გუნდში თავის ფილოსოფიას. მართალია, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა მის დაბრუნებას, მოძველებულად მიაჩნდა მეთოდები, მაგრამ...

ჟოზეს დროს ორი უმთავრესი რამ შეიცვალა: დალაგდა დაცვა და გაცილებით მეტი სახიფათო მომენტების შექმნა დაიწყეს. სტატისტიკოსების გამოკვლევით, მეტს მხოლოდ ლივერპული ქმნის.

უკეთესობისკენ შეიცვალა ფსიქოლოგიური ვითარება. პოჩეტინოს ყოფნის ბოლო პერიოდში გასახდელში მთლად სიმშვიდე არ იყო და ამაზე ფეხბურთელებიც საუბრობდნენ.

მოურინიუს ჯიუტი ხასიათი ცნობილია, მისი მოთამაშეებთან დამოკიდებულებაც აიწონა-დაიწონასავითაა, ზოგი აღმერთებს, ზოგი ვერ იტანს.

 

Football betting tips: Chelsea vs Tottenham prediction - Get Spurs at 22/1  or Blues at 10/1

 

როგორც ჩანს, ამჯერად მან შეძლო შეგირდებთან საერთო ენის გამონახვა. ამის მაგალითია ნ’დომბელე. გასულ ზაფხულს დეზებმა მასში 60 მილიონი ევრო გადაიხადეს. პოჩეტინოს იმედი ჰქონდა, რომ ფრანგი ჩამქრალ გუნდს ცეცხლს შეუნთებდა. მაგრამ ახალწვეულმა ვერ გაამართლა, თავადაც ჩაქრა და ძირითადი შემადგენლობიდანაც ამოვარდა. ჟოზემ კი ის გააცოცხლა. ახლა ქომაგები სულ სხვა ნ’დომბელეს ხედავენ. ის იმ ძველ ნ’დომბელეს დაემსგავსა, ლიონში რომ იყო.

ხალისით ათამაშდნენ დაიერი და ალდერვეირელდი.

ცალკე გამოსაყოფია სონისა და კეინის პოზიციები. ჟოზემ კეინი მოედნის სიღრმისკენ დასწია, აღმოჩნდა, რომ ჰარის გამთამაშებლის ფუნქციის შესრულებაც ჩინებულად შეძლებია. უკვე 9 საგოლე პასი შეასრულა პრემიერლიგაში, რაც ჩინებული შედეგია. ასევე არ დაუკარგავს შემტევის თვისებებიც. ძალიან სახიფათოა სტანდარტული მდგომარეობებისასაც.

პორტუგალიელის ხელში მეტი დატვირთვა მიეცა კორეელ სონსაც. ახლა მის თავბრუდამხვევ სისწრაფეს უფრო ეფექტურად იყენებენ. ტოტენჰემის ფეხბურთელები უკვე ავტომატურად აგდებენ ბურთს თავისუფალ ზონებში სადაც სონი სასწაულებს სჩადის, თუ კორეელი „აყვანილია,“ მაშინ შეტევები სხვა მიმართულებით ვითარდება. ძალიან ეფექტურები არიან ფლანგის სწრაფი მცველები (რეგილონი და ორიე). ასეთი მოძრავი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია.

და ბეილი?

 

Mourinho: I'm going to see what the Madrid websites say about Bale | MARCA  in English

 

ბეილის გადაბირება კლუბის პრეზიდენტის, ლევის ინიციატივა იყო. ცხადია, ჟოზე უელსელზე უარს არ იტყოდა, მიუხედავად იმისა, რომ გარეთის ტვინი ბოლო დროს მხოლოდ გოლფითაა დაკავებული.

გარეთი ნელ-ნელა იბრუნებს ძველ თვისებებს და მალე, ალბათ ისევ მოგვევლინება გუნდის ლიდერად.

კვირას ტოტენჰემმა ლონდონურ დერბიში ჩელსისთან სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა. 21 ქულა მოაგროვა და სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს.