ესბიერგში ორმა ქართველმა ითამაშა

დანიურ ესბიერგში, ჯერჯერობით, ორი ქართველია. ორივემ ითამაშა სონდერისკესთან 1:2 წაგებულ ამხანაგურ მატჩში.

ლაშა პარუნაშვილი სასტარტოში გახლდათ, ხოლო ბუდუ ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა. როგორც იცით, ზივზივაძე ერთი სეზონით თბილისის დინამოში იყო განათხოვრებული და საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირიც გახდა: 22-22 გოლი გაიტანეს მან და გიორგი გაბედავამ. პარუნაშვილი კი ესბიერგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 

 

არ არის გამორიცხული, ესბიერგმა ზივზივაძე სეზონის მეორე წრისთვის დაიტოვოს. ეს ამხანაგურებზეც არის დამოკიდებული.