ლივერპული 1/8 ფინალშია - კლოპის გუნდს ონანამ მოაგებინა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მეხუთე ტურში ლივერპულმა აიაქსს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. კლოპის გუნდმა ამ გამარჯვებით პლეი-ოფში პირველი ადგილით გასვლა გაინაღდა.

 

პირველ ტაიმში სანახაობრივი ბევრი არაფერი მომხდარა. ბურთს უმეტესად სტუმრები ფლობდნენ. სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ. 

 

მეორე ნახევარში ლივერპულმა მოუმატა და ამსტერდამელებს შეტევის საშუალება აღარ მისცა. პირიქით, აქეთ შეუტია და გაიტანა კიდეც. მატჩის ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე გავიდა და ამაში დიდი წვლილი ონანამ შეიტანა. უილიამსის ჩაწოდების შემდეგ, ონანას ეგონა, რომ ბურთი გადადიოდა და გაატარა, თუმცა კართან ახლოს კურტის ჯონსი გახლდათ ჩასაფრებული, რომელმაც ცარიელ კარში შეაგდო. 

 

სხვა დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა.ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს მიდტიულანდი და ატალანტა დაუპირისპირდნენ და მატჩი 1:1 დასრულდა. 

 

ამ წუთისთვის ლივერპულს 12 ქულა აქვს და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა, მეორეზე 8 ქულიანი ატალანტაა, მესამე პოზიციას აიაქსი 7 ქულით იკავებს, ბოლოზე კი 1 ქულიანი მიდტიულანდია. შემდეგ ტურში აიაქსი ატალანტას შეხვდება, ლივერპული კი მიდტიულანდს.